ლაგოდეხში არასრულწლოვანთა მიმართ დამამცირებელი ან არადამიანური მოპყრობის მუხლით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 2020 წლის ნოემბერში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის ერთ-ერთი სკოლის სამ მოსწავლეს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლოქტში მონაწილე ერთ-ერთ მოსწავლე ატირდა, რა დროსაც მას თანაკლასელებმა ვიდეო გადაუღეს.
მას შემდეგ რაც აღნიშნულის შესახებ ვიდეოზე აღბეჭდილი მოსწავლის ბებიამ გაიგო, მან შვილიშვილის ორ თანაკლასელს შეურაცხყოფა მიაყენა და ბოდიშის მოხდა დამამცირებელი მეთოდებით მოსთხოვა. ამ ყველაფერს კი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოსწავლის დედამ ვიდეო გადაუღო, რომელიც შემდეგ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ექსპერტიზა.