ახალი ამბები

სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული

19 მარტი, 2021 •
სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული

სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა კაცი,რომელსაც 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. მანამდე თელავის რაიონულმა სასამართლომ პირი გირაო შეუფარდა.

როგორც უწყება ოფიციალურ განცხადებაში გამოძიებაზე დაყრნობით წერს, კაცმა 2020 წლის ოქტომბერში 14 წლის გოგოსთან რამდენჯერმე დაამყარა სექსუალური კავშირი.

ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ასევე დააკავეს გოგოს ძმა. როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, ძმა არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის შესახებ გაიგო.

კაცს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ძმას – 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

„საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, ბრალდებულ ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

14 წლის გოგოზე სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ გაასაჩივრა

მასალების გადაბეჭდვის წესი