ახალი ამბები

კინოთეატრები და საბავშვო ცენტრები 1 აპრილიდან გაიხსნება

18 მარტი, 2021 •
კინოთეატრები და საბავშვო ცენტრები 1 აპრილიდან გაიხსნება

პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

იხსნება კინოთეატრები, ბავშვთა გასართობი ცენტრები — “კომენდატის საათი” რჩება

მასალების გადაბეჭდვის წესი