პარლამენტმა 80 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩია.
კულტურის ცალკე კომიტეტი პარლამენტმა 16 მარტს შექმნა. მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ნაწილი იყო.
ასევე, ორ სამინისტროდ გაიყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. “ქართული ოცნება” კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურას განიხილავს.