ახალი ამბები

პარლამენტმა კულტურის სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირა

16 მარტი, 2021 •
პარლამენტმა კულტურის სამინისტროს შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა 79 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.

საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომლის შედეგადაც საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ნაცვლად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და კულტურის კომიტეტი შეიქმნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი