კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი დროულს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას. აპატურაი წერს, რომ საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს, პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ.
“ჩემი შეფასებით, რეგიონში არსებული სიტუაციით, კორონავირუსის კრიზისისა და რეფორმების გაგრძლების აუცილებლობით, საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს. პოლიტიკური პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, რითაც ის სათანადად ფუნქციონირებას შეძლებს. ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშში-ს მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ორი შესანიშნავი დიპლომატი უძღვება”,-წერს აპატურაი.
Timely visit today by Georgian Prime Minister Garibashvili, with FM Zalkaliani, to meet the Secretary General and the…
Posted by James Appathurai Official on Wednesday, March 17, 2021
https://netgazeti.ge/news/527538/