ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამინისტრო საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ გალელ ქალზე განმარტებას ავრცელებს

17 მარტი, 2021 •
სამინისტრო საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ გალელ ქალზე განმარტებას ავრცელებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილ გალელ ქალზე.

62 წლის ნარგიზა აბუთიძე 16 მარტს, აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ, სავალდებულო კარანტინში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

როგორც უწყება წერს, საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტან, 16 მარტს სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ქალის მდგომარეობა ადგილზე შეაფასა – „ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა“.

„ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინო სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცნო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინო სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა“ ,— წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი ქალი გალის საავადმყოფოში მუშაობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი