ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

17 მარტი, 2021 • 1848
შსს-ს ცნობით, გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში ნაცნობ ქალზე — 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გოგი წულაია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი