ახალი ამბები

28 მარტიდან Air Baltic რეგულარულ ფრენებს განაახლებს — ავიაციის სააგენტო

17 მარტი, 2021 •
28 მარტიდან Air Baltic რეგულარულ ფრენებს განაახლებს — ავიაციის სააგენტო

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 28 მარტიდან ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic რიგა-თბილისი- რიგის მიმართულებით რეგულარულ მიმოსვლას განაახლებს.

სააგენტოს ცნობითვე, ავიარეისები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, შესრულდება, ხოლო მაისიდან ფრენები 4 სიხშირით — ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს”, — აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი