ახალი ამბები

ჩატარდა 27 167 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა – 17 მარტი

17 მარტი, 2021 •
ჩატარდა 27 167 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა – 17 მარტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 382 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 – PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 199,
  • ჭარა – 23,
  • იმერეთი – 65,
  • ქვემო ქართლი – 13,
  • შიდა ქართლი – 19,
  • გურია – 13,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 13,
  • კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 0,
  • სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  716, აჭარაში – 145, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, თბილისში – 126, აჭარაში – 19, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 53, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 26 – აჭარაში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყანაში კოვიდ-19 ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  276 067-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 665 პირი ემსხვერპლა, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269 006-მდე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი