ახალი ამბები

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

13 მარტი, 2021 •
Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, ამოქმედდა ონლაინ პლატფორმა, რომელზეც ადამიანებს აცრის დროისა და ადგილის დაჯავშნა შეეძლებათ.

პლატფორმა booking.moh.gov.ge თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე სწორედ სამედიცინო მუშაკები უნდა აცრან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია გამზადებული.

მისი თქმით, ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, აფინანსებს სახელმწიფო.

გეგმის თანახმად, სამედიცინო მუშაკების შემდეგ მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი უნდა აცრან, რასაც მოსდევს ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.

“ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვიდა.

საქართველომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია

მასალების გადაბეჭდვის წესი