ახალი ამბები

საქართველომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია

13 მარტი, 2021 •
საქართველომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს არის “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა, რომელიც ქვეყანამ “დაჩქარებულად”, UNICEF-ის მხრიდან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მიიღო.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას.

” “ასტრაზენეკას” შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი მას შემდეგ აიცრებიან, როცა ჩვენ დამატებით მივიღებთ “ასტრაზენეკასგან” დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან და გვაქვს დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა.

ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ უფრო დიდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა და ექიმების. 6-12 კვირამდე ვადა გვაქვს იმ პროტოკოლით, რითაც “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია ხდება. იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოატანა”, — თქვა ტიკარაძემ 11 მარტს.

ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში. ფოტო: მაია ქურციკიძე

ვაქცინების პირველი პარტია, კერძოდ, “ფაიზერის” 29 250 დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა “დამატებითი მოთხოვნები”, რომლებიც, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, “ფაიზერმა” საქართველოსა და სხვა მომლოდინე სახელმწიფოებს წაუყენა.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა “ფაიზერის” ვაქცინაც(29 250 დოზა) დაჩქარებულად შემოვიდეს ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი