საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 344 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 240 პირი და ჩატარდა 32 090 კვლევა ტესტით – მათ შორის 21 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 145 PCR ტესტით.
ვერბგვერდზე განთავსებული მონაცემებით, 13 მარტის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.
ახალი 344 შემთხვევა ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 188
- აჭარა – 8
- იმერეთი – 58
- ქვემო ქართლი – 16
- შიდა ქართლი – 16
- გურია – 22
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18
- კახეთი – 8
- მცხეთა-მთიანეთი – 4
- სამცხე-ჯავახეთი – 2
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 274 721შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 268 004 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 643 ადამიანი.
საქართველომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია