ახალი ამბები

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა – ტიკარაძე

11 მარტი, 2021 • 1271
საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა – ტიკარაძე

ჯანდავცის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის მიღების თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და ნაცვლად 22 მარტის კვირიდან, ქვეყანაში ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა. საუბარია “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზაზე.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება გვექნება. ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა მოლაპარაკება “ასტრაზენეკას” ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისად იმ არსებული პროტოკოლით, რომელიც შემუშავებულია კოვიდის ვაქცინაციის საბჭოს მიერ. შემდეგი არის “ფაიზერის” ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნეს შეთანხმება, რომ “ფაიზერის” ვაქცინის დაჩქარებით [მიღებაც] მოხდეს”,-აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 11 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება. ტიკარაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე “ასტრაზენეკას” ვაქცინით 43200 მოქალაქე აიცრება, ვაქცინის მეორე დოზას მოქალქეები მას შემდეგ მიიღებენ, როცა ქვეყანა “ასტრაზენეკასგან” დამატებით დოზებს მიიღებს:

“ასტრაზენეკას” შემთხვევაში აცრილი იქნება 43200 ადამიანი და უკვე მეორე დოზით ისინი მას შემდეგ აიცრებიან, როცა ჩვენ დამატებით მივიღებთ “ასტრაზენეკასგან” დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან და გვაქვს დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში ავცრათ უფრო დიდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა და ექიმების. 6-12 კვირამდე ვადა გვაქვს იმ პროტოკოლით, რითაც “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია ხდება. იმ გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც უკვე გამართულია, გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოატანა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი