“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “TV პირველში” შეჭრაზე საუბარი ტემპერატურის აწევის მცდელობაა.
მისი თქმით, სიცრუეა, რომ ვინმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.
“არანაირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, მორიგი ტემპერატურის აწევის მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები გამოქვეყნება. მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება ახლა გამოაგოროს რაღაცა ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.
ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით