ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
აფხაზეთში პოლიტიკური გაერთიანება “არუაა”, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციურ ძალად მოიაზრება და სოხუმისა და თბილისის დიალოგის წინააღმდეგ გამოდის, გასვლით სხდომას მართავს. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი “საქართველოსთან ურთიერთობებია”.
“გალელების პასპორტიზაცია და საზღვრის გახსნა ვაჭრობის მიზნით – წითელი ხაზია. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ ხაზს გადაკვეთს, არალეგიტიმურად ჩაითვლება. საქართველოსთან დიალოგს ჩვენ ვაწარმოებთ ჟენევასა და ენგურჰესის საკითხზე. ყველაფერი სხვა კანონს მიღმაა”,- აცხადებს “არუაას” თავმჯდომარე თემურ გულია სხდომაზე, რომელსაც ოფიციალური ცნობით, 700-მდე წევრი ესწრება.
“ჩვენ და საქართველო მეზობლები ვართ. ჩვენ თანასწორი ურთიერთობების მომხრე ვართ. ბურთი საქართველოს მოედანზეა. როდესაც ისინი შეწყვეტენ ჩვენი ბიზნესმენების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლების დევნას და ჩვენს დოკუმენტებს აღიარებენ, მაშინ შეიძლება მათთან საუბარი”, – ამბობს ახრა ბჟანია, “არუაას” წევრი.
“არუაა” პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კვლავ მოუწოდებს, “ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე”, გადადგეს თანამდებობიდან.
“არუაა”, როგორც ხელისუფლების ოპოზიციური ძალა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ილორის ტაძარს ხატი აჩუქა, აცხადებდა, რომ დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა, ხატი კი, მათი ორგანიზებით, ქართულ მხარეს დაუბრუნეს.