2018 წლის ნოემბერში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი, ქართული ბრაუზერი Stack, რომელიც 5 მეგობრის კოლაბორაციით შეიქმნა.
სთექი არ არის სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერი, ეს არის ინსტრუმენტი თქვენი პროდუქტიულობისთვის, რომელიც გიმარტივებთ სამუშაო პროცესს ინტერნეტის მოხმარებისას.
მოკლე პერიოდში, ქართული წარმოშობის სტარტაპმა GITA-ს თანადაფინანსების გრანტი მოიპოვა. ავსტრიულ-ამერიკულმა სტარტაპ აქსელერატორმა – 360Lab ათასამდე სტარტაპიდან სთექი 5 საუკეთესოთა შორის დაასახელა. მისით დაინტერესდა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ჟურნალი TechCrunch, რომელმაც 15,000 სტარტაპს შორის ქართული წარმოშობის სთექი ყველაზე პერსპექტიულად აღიარა.
როგორ მუშაობს და რა უპირატესობები აქვს სთექს?
პოპულარული ბრაუზერების შექმნიდან დაახლოებით 20 წელი გავიდა. არცთუ ისე მოკლე პერიოდის მიუხედავად, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი განახლებები არ მომხდარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ნამდვილად იდგა საჭიროება ახალი, უფრო მოქნილი, გამოსაყენებლად მარტივი ბრაუზერის შექმნისა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო რუტინას უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის.
სთექის მიზანიც სწორედ ესაა. მის უნიკალურობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ სთექი გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ მოწესრიგებულად, არ გქონდეთ გახსნილი რამდენიმე სხვადასხვა ტაბი და მუდმივად არ იყოთ გადართვის რეჟიმში ახალ-ახალი შეტყობინების მიღებისა და დროულად გაცნობის მიზნით.
Stack-ის მეშვეობით შესაძლებელია რამდენიმე ვებ აპლიკაცია, საიტი ერთი სივრციდან მართოთ, ისე რომ თითოეულ მათგანს თავისი ადგილი ჰქონდეს, თვალი არ გეღლებოდეთ არეულობითა და მოციმციმე ტაბებით.
უნიკალური მახასიათებლები
უფრო მეტი კომფორტისათვის, სთექში შეგიძლიათ შექმნათ work space-ები, სადაც დაახარისხებთ თქვენთვის საჭირო აპლიკაციებს, საიტებს სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ, შექმნათ რამდენიმე work space, ერთი იყოს სამსახურისთვის განკუთვნილი, სადაც მხოლოდ საჭირო მეილები და ის საიტები გექნებათ გახსნილი, რაც სამუშაო პროცესში გჭირდებათ, ამის პარალელურად მეორე work space იყოს განკუთვნილი სოციალური მედიისთვის და იქ თავს იყრიდეს facebook, Instagram, linkden და სხვა სოციალური ქსელები.
სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლებისთვის სთექი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. Stack-ში შეგიძლიათ, ფეისბუქის, ინსტაგრამის ან სხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ექაუნთი ერთდროულად გახსნათ და ეს ექაუნთები ერთ სივრცეში იყოს წარმოდგენილი. დამეთანხმებით, რომ სოციალური მედიის მენეჯერებისთვის ეს ფუნქციონალი ნამდვილად დიდი შვებაა.
რატომ უნდა გამოვიყენოთ სთექი?
თუ გინდათ, ფეხი თანამედროვეობას აუწყოთ, დაზოგოთ დრო, ენერგია და გახდეთ უფრო პროდუქტიულები ნაკლები დაღლილობის ხარჯზე, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს საქმეს იმაზე უფრო მარტივად გაგაკეთებინებთ, ვიდრე აქამდე აკეთებდით. ასეთი დამხმარე და საუკეთესო მეგობარი კი ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, ქართული ინტერნეტ ბრაუზერი სთექია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ : www.stackbrowser.com