ახალი ამბები

2020 წელს ინვესტიციების მოცულობა თითქმის 53%-ით შემცირდა

11 მარტი, 2021 •
2020 წელს ინვესტიციების მოცულობა თითქმის 53%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის 53%-ით შემცირდა 2019  წელთან შედარებით და 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წლიდან დღემდე ეს არის ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მეტიც 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წელს ქვეყანაში უფრო მეტი, 666.8 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა ინვესტიციების სახით.

საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციების შემცირების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი რამდენიმე საწარმოს გადასვლაა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.

616.9 მლნ აშშ დოლარიდან 560.7 მლნ აშშ დოლარი რეინვეტიციაა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90%-ს გადააჭარბა.

2020 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, 307.8 მლნ აშშ დოლარი გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები 172.1 მლნ- აშშ დოლარით და თურქეთი- 108.1 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე მეტი ინვესტიცია, 400.3 მლნ აშშ დოლარი საფინანსო სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილს სამთომოპოვებითი მრეწველობა იკავებს 101.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა უძრავი ქონება 71.8 მლნ აშშ დოლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი