ახალი ამბები

შარლ მიშელი საქართველოში პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს აგზავნის

9 მარტი, 2021 • 734
შარლ მიშელი საქართველოში პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს აგზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს აგზავნის.

პრესრელიზის თანახმად,  მიშელი პირად წარმომადგენელს საქართველოში აგზავნის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში მონაწილეობისთვის.

დანიელსონი, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, პარტიებს შორის დიალოგს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად გაუწევს მედიაციას.

მათივე ცნობით, დანიელსონი საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა, რათა პროცესში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შეხვდეს.

“პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულყოფილად ჩაერთონ დიალოგში, რათა ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიონ იმისათვის, რომ სტაბილურმა, დემოკრატიულმა და რეფორმებზე ორიენტირებულმა საქართველომ ევროპულ გზაზე წარმატებით სვლა შეძლოს”, — ნათქვამია პრესსრელიზში.

კრისტიან დანიელსონი იყო შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი 2011 წლამდე, სანამ ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე გახდებოდა. 2013 წელს გახდა გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში, 2015 წელს კი სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად კრისტიან დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის  მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი