ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ახრა ავიძბას ბრალის დამტკიცებამდე ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

8 მარტი, 2021 •
სოხუმში ახრა ავიძბას ბრალის დამტკიცებამდე ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სოხუმის სასამართლომ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწესა და დონბასში მებრძოლ ახრა ავიძბას ერთთვიანი წინასაწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ახრა ავიძბას ედავებიან სხვა პირებთან შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახრა ავიძბა 2008 წლის ომში მოხალისედ იმყოფებოდა ცხინვალში. იბრძოდა ასევე დონბასში, სადაც ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მან 2015 წელს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდებაც მიიღო.

2017 წელს ავიძბა აფხაზეთში დაბრუნდა და მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობდა. კენჭს იყრიდა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში, თუმცა დამარცხდა.

2021 წლის 4 მარტს ავიძბამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მან იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების დასაფუძნებლად რეგისტრააციისთვის მიმართა. იქამდე, 2 მარტს, ახრა ავიძბა ოპოზიციონერებთან ერთად ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ [ბიზნესმენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით] აქციაში მონაწილეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი