ახალი ამბები

ვარკეთილის მეტროსთან ქვეითს მანქანა დაეჯახა

5 მარტი, 2021 • 768
ვარკეთილის მეტროსთან ქვეითს მანქანა დაეჯახა

თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შეტყობინება უწყებაში 12:23 წუთზე შევიდა და სასწრადო დახმარების ბრიგადა ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თქმით, პირველადი გამოკვლევით, მოქალაქეს გულმკერდის არეში ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა და ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი