ახალი ამბები

ნუცუბიძეზე, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა

4 მარტი, 2021 • 1099
ნუცუბიძეზე, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

“[მომხდარს] ხანძარი ან ნგრევა არ მოჰყოლია”, — ამბობენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი