ახალი ამბები | სამხრეთ კავკასიის ამბები | , ,

სოროსის იდეები სომხეთს თვითგანადგურებისკენ მიაქანებს – ქოჩარიანი

4 მარტი, 2021 | | 498
სოროსის იდეები სომხეთს თვითგანადგურებისკენ მიაქანებს – ქოჩარიანი

“სოროსის მიერ მართული ორგანიზაციები და სხვა მსგავსი იდეებისა და ღირებულებების მქონე სტრუქტურები სომხეთს თვითგანადგურებისკენ მიაქანებენ”, – აცხადებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ფაშინიანის მთავრობის ოპოზიციაში მყოფი რობერტ ქოჩარიანი.

4 მარტს რუსული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ქოჩარიანმა განაცხადა, რომ “უნდა იბრძოლონ ამ იდეების წინააღმდეგ”. ინფორმაციას სომხური news.am ავრცელებს.

რემარკაზე, ღია საზოგადოების, ე.წ. სოროსის ფონდი სომხეთში სწორედ ქოჩარიანის მმართველობის დროს გაიხსნა, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “იმ დროისთვის ამ ორგანიზაციას არ ჰქონდა რაიმე სერიოზული გავლენა შიდა პოლიტიკაზე”.

“თუმცა შემდეგ ისინი გახდნენ უფრო ძლიერები, მიიღეს ფინანსური დახმარება”, – განაცხადა ქოჩარიანმა.


2020 წლის 10 ნოემბრის ღამეს, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ მას მოუხდა “დაუჯერებლად მტკივნეულ” ტექსტზე ხელის მოწერა, რის შემდეგაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, ერევანში დემონსტრანტთა ნაწილი თავს დაესხა ფონდ ღია საზოგადოებისა და რადიო თავისუფლების ოფისებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი