ახალი ამბები

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ

2 მარტი, 2021 • 577
გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ. როგორც “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს  ჩამსხვრეულია ოფისის მინები და კარი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, ეს აღნიშნულ ოფისზე მეექვსე თავდახმის შემთხვევაა.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი