ნეტგაზეთი | “კარგად გააზრებული არ არის, რაც მოხდა გუშინ” — სალომე ზურაბიშვილი “კარგად გააზრებული არ არის, რაც მოხდა გუშინ” — სალომე ზურაბიშვილი – Netgazeti
RU | GE  

“კარგად გააზრებული არ არის, რაც მოხდა გუშინ” — სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აქტიური ჩართულობისთვის და მიესალმება პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას ორბელიანის სასახლეში დაწყებულ პროცესში, თუმცა აცხადებს, რომ “რაც მოხდა გუშინ, ორბელიანების სასახლეში, კარგად გააზრებული არ არის”.

“ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით თუ ახალი დაკავებებით. ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, ქართული მხარისგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს.

ორბელიანების სასახლეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრებოდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.