ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოსთან მოლაპარაკებები კვირაიასთვის არ დაგვივალებია | ბჟანია

2 მარტი, 2021 • 899
საქართველოსთან მოლაპარაკებები კვირაიასთვის არ დაგვივალებია | ბჟანია

“ბენურ კვირაია, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე, 2021 წლის 19 თებერვალს გადადგა პოსტიდან და მისთვის არავის დაუვალებია საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოება”, –  განაცხადა ოპოზიციური მოძრაობის ბრალდების საპასუხოდ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

სოხუმში ოპოზიციური მოძრაობა “არუაა” დღეს, 2 მარტს აქციას მართავს ბენურ კვირაიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის გამო.

აქციის დაანონსებამდე “აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომლის შესაბამისად, ეკონომიკის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია და მისი ორი თანმხლები პირი ქართულ მხარეს იმყოფებოდნენ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კვირაია გულითად ქართველ მეგობარზე საუბრობს, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ასევე, იმის შესახებ, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

“ჯერ კიდევ წინაასარჩევნო კამპანიის დროიდან, ბატონი ბჟანია ცდილობს, საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი გზა საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგია. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, ანონიმური ვიზიტი ქართველი პოლიტიკოსებისა აფხაზეთში ბჟანიას სხვა მრჩევლის დახმარებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მრავალრიცხოვანი განცხადებები და ინტერვიუები, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ხალხისგან მალულად იყო მიიღებული, ერთი ჯაჭვის ნაწილია. აღარ არსებობს ეჭვები იმაზე, რომ ეს ეროვნული ინტერესების პირდაპირი გაწირვაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი