ახალი ამბები

პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გამოუშვას – ზარქუა

2 მარტი, 2021 • 1163
პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გამოუშვას – ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, პროკურატურა იმითაა დაკავებული, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოსასვლელად რამე “მოიგონოს”. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

“არავის გახარებია აქ, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით [ნიკა მელიას] და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს”, – განაცხადა ზარქუამ.

მოგვიანებით ზარქუამ აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან განმარტა და თქვა, რომ მელიას ციხეში ყოფნა არ შედის არც სახელმწიფოს და არც მართლმსაჯულების ინტერესში.

“ის, რომ სახელმწიფოს და მართლმსაჯულების ინტერესში არ იყო, რომ მელია ციხეში ყოფილიყო, ეს რამდენიმე ფაქტით დადასტურდა: როცა პირველ ნოემბერს არ დაიჭირეს, თუმცა ამის საფუძველი იყო, მან კანონი დაარღვია, შემდეგ გირაოზე გირაო შეუფარდეს, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. არც სახელმწიფო ინსტიტუციების, არც მართლმსაჯულების ინტერესში არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა თავისუფლების მიღმა იყოს. არ არის ეს ამოცანა და ამიტომაც არის, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანონის დარღვევისთვის გადაიხადოს და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას” , – განაცხადა ზარქუამ.

5 გარემოება, რომელიც მელიას დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს

მასალების გადაბეჭდვის წესი