ახალი ამბები

ღარიბაშვილი: შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები ვნახეთ

2 მარტი, 2021 • 563
ღარიბაშვილი: შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები ვნახეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას აკრიტიკებს დღეს დილით პარლამენტთან აქციის მოწყობის გამო და ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით ჩატარებული შეხვედრიდან 12 საათში ეს მათი მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯი და დესტრუქციული ქმედება იყო:

“სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს, ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესებისა და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო.

მეტიც, ეს არის ანსტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ და, რაც მთავარია, არ ემსახურება არც ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტების თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს”, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გუშინ, პირველ მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეების თქმით, შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე და შეაჯამეს 6 ძირითადი საკითხი, რომელიც მსჯელობის საგანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი