ახალი ამბები

არ არსებობს პრეცედენტი, ასეთი კაშხლები პრობლემას ქმნიდნენ — დავითულიანი ნამახვანზე

2 მარტი, 2021 • 1632
არ არსებობს პრეცედენტი, ასეთი კაშხლები პრობლემას ქმნიდნენ — დავითულიანი ნამახვანზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, ნამახვანი ჰესის ტიპის ჰესები/კაშხლები უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდნენ; მისი განცხდებითვე, მთავარია, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე.

ნამახვანის ჰესის პროექტი 2 მარტს პარლამენტში თავდაპირველად ახსენა ალეკო ელისაშვილმა  და ხელისუფლებას/პარლამენტს მოუწოდა, ესაუბრონ მოსახლეობას ამ საკითხზე და პასუხები გასცენ მათ კითხვებს, ხოლო თუ ამ კითხვებზე პასუხები არ იარსებებს, ჰესი არ აშენდეს.

„800 მლნ-ის ინვესტიცია“

2 მარტსვე, პარლამენტში, ელისშვილის შემდეგ სიტყვის გამოსვლისას, ბექა დავითულიანმა ნამახვანი ჰესზე საუბარი დაიწყო ეკონომიკური კრიზისის ხსენებით. ეს კრიზისი, მისი თქმით, კიდევ უფრო დამძიმდება, ამ ფონზე კი ხელისუფლებას სჭირდება მოსახლეობისთვის გეგმის ჩვენება, თუ როგორ აპირებენ, ეკონომიკა გადაარჩინონ მოსალოდნელ მძიმე შედეგებს:

„ამავრდოულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვაც. ინვესტიციების ნაწილში ყველამ ვიცით, რომ ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და ნამახვნჰესი ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვნესი, 800 მლნ დოლარის ღირებულების პროექტია“, — თქვა დეპუტატმა.

ბექა დავითულიანის თანახმადვე, „ნამახვანჰესის უკან დგას დაახლოებით 80 ჰესის პროექტი“. მისი განმარტებით, „ნამახვან-ჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ, თუ სწორად არ მივიტნეთ მოსახლეობამდე, სხვა ჰესების კიდევ 80 პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“. ამ 80 ჰესის ღირებულება, მისი თქმით, 3.5 მილიარდი დოლარია.

„შესაბამისად, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ნამახვანი ჰესის ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს პროექტი „უსაფრთხოების პრობლემას არ ქმნის“ და „პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე რამეში“:

„კომუნიკაციაში და მეორე, ალბათ, იმაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვთავაზობთ, ვერ ვაჩვენებთ იმგვარ პლუსებს, რასაც მიიღებენ“.

„ის რეგიონი ხომ იმ მოსახლეობის არის. პირველ რიგში, მათი და მათი წინაპრების სისხლი და ოფლია ჩაღვრილი. და უნდა ვაჩვენოთ, ალბათ, ყველგან, სადც ჰესი შენდება, რას მიიღებენ ამით. გარდა იმისა, რომ მიწას უთმობენ, არ ვიცი, შეიძლება კონტრაქტორებთან ლაპარაკი, რომ რაღაც შეღავათბი ჰქონდეთ გარკვეულწილად“, — განაცხადა დეპუტატმა.

დავითულიანის განცხადებითვე, „ამავრდოულად, სახელმწიფომ უნდა აიღოს აბსოლუტური გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც ეჭვი არავის ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გზშ-შია მოყვნილი, უნდა იყოს აბსოლუუტარად სწორად გთვალისწინებული“.

„ჩვენც ხომ მტრები არ ვართ, არა, ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რაღაცა სიკეთე გავუკეთოთ ამ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ და ინვესტიციები მოვიზიდოთ“.

დავითულიანმა სიტყვის დასასრულს განაცხადა, რომ ვისაც ქვეყნის „ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება“ შეიძლება, არ აწყობდეს, არის „ჩვენი არაკეთილისმსურიველი ქვეყანა, რომელიც ეცდება, მის იმპორტზე დამოკიდებულები ვიყოთ“.

პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ

ადგილობრივი მოსახლეობა, თანდათანობით გაზრდილ მხარდამჭერებთან ერთად, უკვე 4 თვეზე მეტია, რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

რამდენიმე დღის წინ, 28 თებერვალს, ქუთაისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა ამ პროექტის წინააღმდეგ, რასაც სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოსახლეობა დაესწრო.

საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას 2-კვირიან ვადას აძლევენ, რათა მშენებლობა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ქალაქ ქუთაისის პიკეტირება დააანონსა.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარია და აშენებს თურქული კომპანია „ენკა“ (სრულად: „ენკა რინიუებლზ“, ყოფილი „ქლინ ენერჯი“).

ადგილობრივებთან/მოსახლეობასთან ერთად, მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის- EMC, საია, „მწვანე ალტერნატივა“, რომლებიც პროცესში სხვადასხვა ტიპის ხარვეზის არსებობაზე მიუთითებენ. მაგალითად:

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი