ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას მრჩეველს “საქართველოში ვიზიტში” ამხელენ | სოხუმში აქცია დაიგეგმა

2 მარტი, 2021 • 848
ბჟანიას მრჩეველს “საქართველოში ვიზიტში” ამხელენ | სოხუმში აქცია დაიგეგმა

სოხუმში ოპოზიციურმა მოძრაობა “არუაამ” აქცია დაგეგმა დე ფაქტო ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის გამო.

აქციის დაანონსებამდე “აფხაზურმა ეროვნულმა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომლის შესაბამისად, ეკონომიკის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია და მისი ორი თანმხლები პირი ქართულ მხარეს იმყოფებოდნენ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კვირაია გულითად ქართველ მეგობარზე საუბრობს, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ასევე, იმის შესახებ, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

“ჯერ კიდევ წინაასარჩევნო კამპანიის დროიდან, ბატონი ბჟანია ცდილობს, საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი გზა საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგია. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები, ანონიმური ვიზიტი ქართველი პოლიტიკოსებისა აფხაზეთში ბჟანიას სხვა მრჩევლის დახმარებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მრავალრიცხოვანი განცხადებები და ინტერვიუები, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც ხალხისგან მალულად იყო მიიღებული, ერთი ჯაჭვის ნაწილია. აღარ არსებობს ეჭვები იმაზე, რომ ეს ეროვნული ინტერესების პირდაპირი გაწირვაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ЗАЯВЛЕНИЕ АНД В СВЯЗИ С ПОЕЗДКОЙ ПОМОЩНИКА ПРЕЗИДЕНТА АБХАЗИИ В ГРУЗИЮ

25 февраля 2021 года, по поручению президента и…

Posted by Абхазское народное движение on Monday, 1 March 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი