ახალი ამბები

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეხვედრა იმართება

1 მარტი, 2021 • 792
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეხვედრა იმართება

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით იმართება. მიშელმა, ევროკავშირის მედიაციით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეხვედრა დღეს შესთავაზა.

განცხადება ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული განცხადების შემდეგ წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების საკითხს დააყენებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რეზიდენციაში გაკეთდება კომენტარებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი