ახალი ამბები

“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი” – ღარიბაშვილი

1 მარტი, 2021 • 1238
“ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასთან შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივის საპასუხოდ აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დეესკალაციისთვის და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

კითხვაზე, “ქართული ოცნება” რისთვის არის მზად იმ პირობებში, როცა ოპოზიციის მთავრი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია და რადენად რეალურია, მთავრობა ამ დათმობაზე წავიდეს, ღარიბაშვილი პასუხობს:

“დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პრეზიდენტის [შარლ მიშელის] ინიციატივა გამოვიყენოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც საოზგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი. სხვა შემთხვევაში არ შედგება კონსტრუქციული დიალოგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიშელის მედიაციით, ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იგეგმება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი