ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნიკოლ ფაშინიანი და არმენ სარქისიანი ერთმანეთს შეხვდნენ – სომხეთის კრიზისი

1 მარტი, 2021 • 838
ნიკოლ ფაშინიანი და არმენ სარქისიანი ერთმანეთს შეხვდნენ – სომხეთის კრიზისი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს დღეს, პირველ მარტს შეხვდნენ.

სომხური მედიის ცნობით, არმენ სარქისიანს კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გართულებები აქვს, ამდენად, ნიკოლ ფაშინიანი თავადვე ეწვია მას.

შეხვედრა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა.

25 თებერვალს ნიკოლ ფაშინიანმა არმენ სარქისიანს ონიკ გასპარიანის გათავისუფლება მოთხოვა, რომელიც ამ უკანასკნელმა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაუგზავნა პრეზიდენტს იგივე შუამდგომლობა. 3-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტს მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გასაჩივრება.

იმავე დღეს, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანის შესახებ განაცხადა:

„მე ვთქვი, რომ მან უნდა მოაწეროს ხელი გადაწყვეტილების ონიკ გასპარიანის [გენშტაბის უფროსის] გათავისუფლების შესახებ. თუ მან ამას ხელი არ მოაწერა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას უერთდება?” – იკითხა პრემიერმა.

ფოტო გარეკანზე: არმენ სარქისიანი და ნიკოლ ფაშინიანი. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია


სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 25 თებერვალს, არმიის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ დაიწყო, სადაც, დაახლოებით 40-მდე სამხედრო აცხადებდა, რომ აღარ ემორჩილებოდნენ პრემიერ-მინისტ ნიკოლ ფაშინიანს და მოითხოვდნენ მის გადადგომას.

ერევანში ოპოზიციისა და მთავრობის მხარდამჭერები აქციებს სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი