ახალი ამბები

იორდანიის ორი მინისტრი გაათავისუფლეს კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო

1 მარტი, 2021 • 710
იორდანიის ორი მინისტრი გაათავისუფლეს კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო

იორდანიის ორი მინისტრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, იორდანიის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები რესტორანში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, რითაც იორდანიაში მოქმედი რამდენიმე რეგულაცია დაარღვიეს. მათ 20-ზე მეტი ადამიანის თავშეყრაზე დაწესებული შეზღუდვა და სოციალური დისტანციის დაცვა არ გაითვალისწინეს.

როგორც სააგენტო წერს, თანამდებობის პირების მხრიდან რეგულაციების დარღვევამ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

მათივე ცნობით, მინისტრების თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება იორდანიის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი