ახალი ამბები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

28 თებერვალი, 2021 • 1154
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მიშელის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ხვალ, პირველ მარტს გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირველ შეხვედრას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, ის ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შარლ მიშელი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი