ახალი ამბები

28 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 248 შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

28 თებერვალი, 2021 • 743
28 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 248 შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 11 და გამოჯანმრთელდა 525 ადამიანი. 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირა ნაწილდება:

  • თბილისი – 129,
  • აჭარა – 16,
  • იმერეთი – 31,
  • ქვემო ქართლი – 8,
  • შიდა ქართლი – 14,
  • გურია – 6,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17,
  • კახეთი – 16,
  • მცხეთა-მთიანეთი – 7,
  • სამცხე-ჯავახეთი – 1,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც 1 472 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 758-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 510  პირი ემსხვერპლა

მასალების გადაბეჭდვის წესი