ახალი ამბები

მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.03%-ს დაუდასტურდა: სამინისტრო

27 თებერვალი, 2021 • 644
მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.03%-ს დაუდასტურდა: სამინისტრო

ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

“მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა”, – აღნიშნავს უწყება.

სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით” უწყვეტ რეჟიმში გრძელდება”. მიმდინარეობს სკოლების მონიტორინგიც.

“შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა”, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი