ახალი ამბები

საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში საფრთხე ემუქრება – უცხოელი პარლამენტარები

26 თებერვალი, 2021 • 862
საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში საფრთხე ემუქრება – უცხოელი პარლამენტარები

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მათი მიზანი საქართველოში ანტიდემოკრატიული ტენდენციების აღკეთაა. როგორც პავილიონისი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ინფორმაციული შეტევით ბოლო დღეებში ცდილობდა საქართველოსა და დასავლეთის ლიდერების დაყოფას, განცხადებაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მარტო არ არის ანტიდემოკრატიულ  ქმედებებთან ბრძოლაში.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისზე  შტურმმა ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით, საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სისუსტე გამოავლინა. ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მითითებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის ფასილიტატორებიც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები არიან.

მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ, რათა იპოვონ  პოლიტიკური გამოსავლი იმ პრობლემებიდან, რომელთაც ბოლო წლებში ვხედავთ და  და არ მიმართონ იმ ტაქტიკას, რომელიც სხვების მიერ გამოყენებული ვნახეთ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.

დესტაბილიზაციისა და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ძალაუფლების მქონე პირების პიროვნულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიჩინონ თავშეკავება. ის, ვინც ამას არ გააკეთებს, პასუხისმგებელი იქნება მთელი ერისთვის დამდგარ შედეგებზე. საქართველოს, როგორც თავისუფალი წევრის, ადგილი ევროპულ ოჯახში ეჭვის ქვეშ არ არის, თუმცა თავისუფლებაზე თავდასხმისა და ძალადობის გამო მას საფრთხე ემუქრება”, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი,
  • პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი,
  • ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი,
  • აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი,
  • ესტონეთის პარლამენტის(რიიგიკოგუს) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი,
  • ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი,
  • გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი
  • დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი

მასალების გადაბეჭდვის წესი