ახალი ამბები

შეძრწუნებული ვარ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო – ეპისკოპოსი მელქისედეკი

25 თებერვალი, 2021 • 642
შეძრწუნებული ვარ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო – ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.

როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მსგავსი შემთხვევები უმკაცრესად დაგმობას საჭიროებს.

“შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო. ღამით, მოყინულ გზაზე, ოჯახთან ერთად გაჭირვებაში მყოფ კაცზე ჯგუფური თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმე დანაშაულია. საჭიროა ასეთი შემთხვევების უმკაცრესი დაგმობა, რათა არცერთ შემთხვევაში არ იყოს ძალადობა მხარდაჭერილი და წახალისებული. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას, ვუსურვებ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა მიმადლოს”, — წერს ეპისკოპოსი “ფეისბუქზე”.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დაესხა. მისი თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. მისი თქმით, თავდმასხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი