ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ნიკოლი მოღალატე არ არის”| ფაშინიანის მხარდამჭერები იკრიბებიან [ვიდეო]

25 თებერვალი, 2021 • 573
“ნიკოლი მოღალატე არ არის”| ფაშინიანის მხარდამჭერები იკრიბებიან [ვიდეო]

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


სომხეთის მთავრობის სახლთან პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ფაშინიანმა მათ სთხოვა, მის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილიყვნენ. ფაშინიანის მხარდამჭერები სკანდირებენ: “ნიკოლი ჩვენი პრემიერია”.

“ფსევდოგენერლები ამბობენ, რომ ნიკოლი მოღალატეა. ნიკოლი მოღალატე არ არის. რომც იყოს მოღალატე, თქვენ ვინღა ხართ მაშინ?”, – მიმართავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მის მოწინააღმდეგეებს, ვინც ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

2020 წელს ყარაბაღში 44- დღიან ომში დამარცხებაში სომხეთის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებს და ქვეყნის მოღალატედ აცხადებს.

ნიკოლ ფაშინიანმა მისი მხარდამჭერი აქცია დღეს, 25 თებერვალს, 16 საათზე მას შემდეგ დააანონსა, რაც გენერალურმა შტაბმა მისი და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი.

სომხეთის ხანგრძლივი კრიზისი უარესდება – თომას დე ვაალი

მასალების გადაბეჭდვის წესი