ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის განცხადება ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით

25 თებერვალი, 2021 • 475
აშშ-ის ელჩის განცხადება ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი განცხადებას ავრცელებს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო.

საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.

იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი”.

ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა ის აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.

ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.

დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, – აღნიშნავს დეგნანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი