ახალი ამბები

25 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 362 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

25 თებერვალი, 2021 • 717
25 თებერვალი: გამოვლინდა კორონავირუსის 362 შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.61%-ია.

მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 2 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  263 727-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 165,
  • აჭარა – 25,
  • იმერეთი – 43,
  • ქვემო ქართლი – 5,
  • შიდა ქართლი – 33,
  • გურია – 26,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36,
  • კახეთი – 18,
  • მცხეთა-მთიანეთი – 0,
  • სამცხე-ჯავახეთი – 2,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  269 800-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 475 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572, საიდანაც 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289 პირი,  180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი