ახალი ამბები

“ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით” – სახელმწიფო დეპარტამენტი

24 თებერვალი, 2021 • 1225
“ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპირეკერმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართვრელოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ მოუწოდებს ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ესკალაცია. ამასთან, უწყების წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად:

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ესკალაცია და არ გამოიწვიოს ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის ერთგულება და უზრუნველყოს, რომ სასამართლო და პროკურატურა თავისუფალია მიკერძოებისგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და წარმატებულ საქართველოს, გავაგრძელებთ მასთან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ კანონის უზენაესობის და ინსტიტუციების განმტკიცებას”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი საქართველოსთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი