ნეტგაზეთი | “მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს” – პენიტენციური სამსახური “მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს” – პენიტენციური სამსახური – Netgazeti
RU | GE  
ნიკა მელია

“მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს” – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება ნიკა მელიას მოთხოვნასთან დაკავშირებით საკანში ტელევიზორის შეტანაზე.

უწყება აცხადებს, რომ თუ მელიას ტელევიზორით სარგებლობა სურს, ის უნდა შეიძინოს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში:

“სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას.

ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი, ისევე როგორც ციხის გარეთ მყოფი სამოქალაქო პირის შემთხვევაში ხდება. სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა” ,- აცხადებენ უწყებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.