ახალი ამბები

“ნიკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ითხოვს ტელევიზორს” – ომბუდსმენი მელიას შეხვდა

23 თებერვალი, 2021 • 767
“ნიკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ითხოვს ტელევიზორს” – ომბუდსმენი მელიას შეხვდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებულ თავმჯდოამრეს საპატიმროში შეხვდა. ომბუდსმენის თქმით, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც მან თავად უთხრა, დაკავებისას პოლიტიკოსის მიმართ ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ მელიას თქმით, ოპტიმისტურ განწყობაზეა და ერთადერთი მოთხოვნა რაც აქვს, საკანში ტელევიზორის შეტანაა. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის წარმოამდგენლები ციხის ადმინისტრაციას ამ საკითხზე უკვე ესაუბრნენ და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი მალე მოგვარდება:

“ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელია ციხეში არსებული პირობები. ამ დროისთვის თავს გრზნობს მხნედ და მთხოვა გადმომეცა, რომ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ამ საკითხზე ვესაუბრეთ ციხის ადმინისტრაციას და იმედი მაქვს, ეს ლოჯისტიკური საკითხი მალე მოგვარდება”, – ამბობს ლომჯარია.

დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი