ახალი ამბები

დეგნანი: გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან

23 თებერვალი, 2021 • 827
დეგნანი: გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან გაგრძელდება იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესში წინსვლა:

“დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო. უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილებზე. ვაფასებ, რომ შეხვედრაზე მოვიდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს როგორც ოპოზიციასთან, ასევე “ქართულ ოცნებასთან,” რათა ვიხილოთ, შესაძლებელია თუ არა წინსვლა”, – ამბობს კელი დეგნანი.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი