ახალი ამბები

დეკანოიძის თქმით, ელჩებთან ვითარების განმუხტვის გზებზე ისაუბრეს

23 თებერვალი, 2021 • 558
დეკანოიძის თქმით, ელჩებთან ვითარების განმუხტვის გზებზე ისაუბრეს

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ენმ-ის ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დიპლომატებთან ისაუბრეს ვითარების განმუხტვის გზებზე.

დეკანოიძე აცხადებს, რომ ელჩებს ესაუბრნენ ენმ-ის ოფისზე შტურმსა და ნიკა მელიას დაკავებაზე, ასევე, პოლიციის არალეგალურ მოქმედებებზე. რაც შეეხება ვითარების განმუხტვის გზებს, დეკანოიძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს:

“საუბარი იყო ნიკა მელიას დაკავებაზე და მათ შორის საუბარი იყო ენმ-ის ოფისის შტურმზე, იმ არალეგალურ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელა პოლიციამ. მე და ჩემმა კოლეგებმა დაწვრილებით აღვუწერეთ, რაც ხდებოდა, თუმცა ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ვისაუბრეთ იმაზე, როგორი შეიძლება იყოს განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს მთავარი პლატფორმა იქნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი იყო ნიკა მელიას საკითხი” ,- ამბობს ხატია დეკანოიძე.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი