შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი შემაშფოთებელს უწოდებს ენმ-ის ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როცა პოლიციამ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისი შტურმი მიიტანა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობისადმი მტკიცე ერთგულება უნდა იყოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პირობა”, – წერს ბილდტი.


“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისში შესვლისას პოლიციამ, სავარაუდოთ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.