ახალი ამბები

“ღრმა შეშფოთებას იწვევს” – აპატურაი მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 739
“ღრმა შეშფოთებას იწვევს” – აპატურაი მელიას დაკავებაზე

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავასაიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელის, რომ საქართველო — ახლო პარტნიორი და ასპირანტი — შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ძალიან ბევრი იმუშავა. ეს გულისხმობს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრას დიალოგის გზით, პოლარიზებული რიტორიკისა და მოქმედებების თავიდან აცილებას”, – წერს აპატურაი.

We are watching events in Georgia closely. The detention of the head of a major opposition party is of deep concern. …

Posted by James Appathurai Official on Tuesday, 23 February 2021


შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი