ახალი ამბები

პირველადი დახმარება 17 მოქალაქეს გავუწიეთ, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია – სასწრაფო

23 თებერვალი, 2021 • 477
პირველადი დახმარება 17 მოქალაქეს გავუწიეთ, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია – სასწრაფო

სასწრაფოს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისა და თანმხლები მოვლენებისას პირველადი დახმარება 17 ადამიანს გაუწიეს, მათგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


შსს-მ ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისის შტურმი დღეს, 23 თებერვლის დილას დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი